weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გავათავისუფლეთ – სირაძე

14:21 პარასკევი, 16 აპრილი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პირი, რომელიც თბილისში, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალს თავს დაესხა, დაკავებულია. სირაძის თქმით, გათავისუფლებული არიან შეიარაღებული თავდამსხმელის მძევლები.

„სამართალდამცველების მიერ აქტიურად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული არიან. დაზიანება არავის მიუღია. ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილი იქნა პოლიციაში“, – განაცხადა სირაძემ.

მისივე თქმით, თავდამსხმელის მოთხოვნებისა და მძევლების რაოდენობის შესახებ მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარღებული პირი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა და არსებული ინფორმაციით, ოთხი პირი აიყვანა მძევლად. ამ დროისთვის ავლაბარში კვლავ მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს თავდამსხმელი ბანკის შენობიდან ჯერ არ გამოუყვანიათ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]