weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

იმერეთის გუბერნატორის თქმით, გუმათში ბარიერებს „სიტუაციის შესაბამისად“ მოხსნიან

14:23 შაბათი, 17 აპრილი 2021

იმერეთს გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ გუმათში პოლიციის ბლოკპოსტთან დარჩენილი ბარიერების მოხსნა სიტუაციის შესაბამისად მოხდება. 14 აპრილს აღმართული რკინის კედელი პოლიციელებმა ნაწილობრივ დღეს, გამთენიისას აიღეს, თუმცა საავტომობილო გზა რკინის ჯებირებით ისევ ჩაკეტილი აქვთ.

„ბარიერების ნაწილის აღება მოხდა. გუშინ საპოლიციო ძალები განახევრდა. თავისთავად დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება, სიტუაციის შესაბამისად. ეს არის პირველი, პატარა ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით“, – განაცხადა შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძე მონაწილეობდა 15 აპრილს, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს, ლერის ბარნაბიშვილს შორის გამართულ შეხვედრაში, სადაც მხარეებმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ისაუბრეს. შალამბერიძე ამბობს, რომ ჰესის საკითხებზე დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს ფორმატი ყველა ძალებით უნდა შეინარჩუნონ.

დიალოგის დასაწყებად ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან სამი პირობის შესრულებას ითხოვენ – რიონის ხეობიდან პოლიციის გამოყვანას და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღებას, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტას, აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემას.

აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ გადაადგილების უფლება არ მიეცემათ, რკინის კედლის ნაწილობრივ აღება მათთვის არაფერს ცვლის.

რიონის ხეობაში ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]