weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი მოიხსნა

11:10 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

დღეიდან, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, კოვიდ-ტესტირებას გაივლიან და ისე შემოვლენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 14 აპრილის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები ნებაყოფლობით, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, ხოლი ის მოქალაქეები, რომლებიც კოვიდ ვაქცინის ორი დოზით იქნებიან აცრილები, მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ნაწილში გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. 

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 6 აპრილს, გალიდან ზუგდიდში ფარულად გადმოსვლისას, მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქის დახრჩობა. ისინი ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა ენგურის ხიდზე მოწყობილი ე.წ. გამშვები პუნქტი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელიც. მას შემდეგ ენგურის ხიდი რამდენჯერმე გაიხსნა, რომ აფხაზეთში მცხოვრებნი, რომლებიც პანდემიის დროს მდინარის მეორე მხარეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩარჩნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ.

2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცათ. ისინი ვალდებულები იყვნენ, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაევლოთ. სავალდებულო კარანტინი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასობით ადამიანი, საკვების, მედიკამენტების შესაძენად თუ პენსიის ასაღებად, შემოვლითი, სიცოცხლისთვის სახიფათო გზებით გადმოსვლას ცდილობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]