შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ-მ პოლიციის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.