weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას პროვოკაციად აფასებს

11:04 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა პროვოკაციად შეაფასა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმების თაობაზე.

განცხადებაში, რომელიც ე.წ. უშიშროების კომიტეტმა 19 აპრილს გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისკენ უბიძგებს.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ „საქართველო COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით საკუთარ ანტირეკორდებს ხსნის“.

„ამ ფონზე, ცნობილი ხდება, რომ უპასუხისმგებლო ქართული რეჟიმი, რომელიც იმყოფება თავისი დასავლელი კურატორების მმართველობის ქვეშ, აგრძელებს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების პროვოცირებას სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისკენ.

13 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, შესთავაზა რესპუბლიკის „დაბრკოლების გარეშე დატოვება“, ასევე გააუქმა მათთვის სავალდებულო 5-დღიანი კარანტინი. მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღასთან დაკავშირებით საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ამ „პრივილეგიებით“ მიზიდვა არის უხეში პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას“, – აცხადებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე იფიქრონ შესაძლო შედეგებზე, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობაზე, ასევე ახლობლების ჯანმრთელობაზე, „რომელსაც სერიოზული ეპიდემიოლოგიური საფრთხე შეექმნებათ“.

საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 14 აპრილის გადაწყვეტილებით, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, კოვიდ-ტესტირებას გაივლიან და ისე შემოვლენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მოქალაქეები ნებაყოფლობით, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, ხოლი ის მოქალაქეები, რომლებიც კოვიდ ვაქცინის ორი დოზით იქნებიან აცრილები, მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ნაწილში გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]