19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.79%-ია, ბოლო 14 დღის – 3.24%, ხოლო 7 დღის – 3.92%.
ჩატარებული 30 940 ტესტის შედეგად, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1792 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1030-ია დაფიქსირებული, ხოლო რეგიონების მიხედვით შემდეგი მონაცემებია:
აჭარა – 164
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 163
იმერეთი – 96
შიდა ქართლი – 85
ქვემო ქართლი – 75
კახეთი – 63
გურია – 55
მცხეთა-მთიანეთი – 33
სამცხე-ჯავახეთი – 23
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი და 10 ადამიანი დაიღუპა.
ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 11 506 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 7723 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 3270 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390;
- 513 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
დღეისთვის 581 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 პირი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 297 728 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 282 237 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3959 ადამიანი.