„ორი დღეა ამ ადგილზე ხანძარს ვებრძვით. გუშინ, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ხანძარი სრულად იყო ლოკალიზებული, თუმცა დღის განმავლობაში ცეცხლი ისევ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ართულებს ის, რომ ადგილზე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან. სამუშაოებში ჩართული ადამიანები ცეცხლს ხელით და სპეციალური აღჭურვილობით უმკლავდებიან“, - უთხრა „რეგინფოს“ ვაჟა ჩოხელმა.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე 40-მდე მეხანძრე და სატყეო სამსახურის თანამშრომელი მუშაობს. გამგებლის თქმით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს მდებარეობს და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.