weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აპრილის ბოლოს საქართველოში „ასტრაზენეკას“ 50 000-მდე დოზის შემოტანა იგეგმება

15:54 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 50 000-მდე დოზა შემოვა.

„თვის ბოლოს საქართველოში შემოვა „ასტრაზენეკას“ შემდეგი მოცულობა - 50 ათასამდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო „კოვაქს პლატფორმამ“ გამომდინარე იქედან, რომ თითოეულ ვაქცინას აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია, ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით.

„შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც „ფაიზერი“ საქართველოს მოაწვდის დათქმულ და შეთანხმებულ დოზებს.

რაც შეეხება „მოდერნას“, მასთან მიმართებაში მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპისთვის საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გუშინ, 19 აპრილს, საღამოს, ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციისთვის სპეციალური ვებ-პორტალი აამოქმედა, რომლის მიზანი ვაცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა. ამ დროისთვის პორტალზე 38 423 ადამიანია დარეგისტრირებული. 36 884 რეგისტრირებულ პირს სურს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრას, ხოლო „ასტრაზენეკით“ აცრის მსურველთა რიცხვი 7675-ია.

რაც შეეხება აცრილთა რაოდენობას, 20 აპრილის დილის მდგომარეობით, საქართველოში 31 019 ადაამიანია აცრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]