სარკინიგზო შემთხვევის გამო, მატარებლის მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.