weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს – შსს-ს ცნობით, ამოღებულია 7 კგ ჰეროინი

12:56 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

კრიმინალური პოლიციის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალსა და ლილოში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების ბრალდებით დაკავებულები არიან 1988 წელს დაბადებული რ.ა., 1973 წელს დაბადებული ჰ.ფ., 1996 წელს დაბადებული ე.ე., 1971 წელს დაბადებული რ.ე., 1985 წელს დაბადებული გ.თ. და 1996 წელს დაბადებული ი.ჯ..

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სამართალდამცველებმა წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე დააკავეს 2001 წელს დაბადებული ი.ი. და 1988 წელს დაბადებული გ.ა.. შს სამინისტოს მტკიცებით, ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ავტომანქანით გადაჰქონდათ.

„პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს 1967 წელს დაბადებულ ე.ფ.-ს, რომლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული.

ნარკოდანაშაულისთვის ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი - 1960 წელს დაბადებული ზ.ბ. არის დაკავებული. შსს-ს მტკიცებით, მისი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]