უბედური შემთხვევის დროს ტურისტი სამ ადამიანთან ერთად იყო. შემთხვევის შედეგად ისინი უვნებლად გადარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში ამ დრომდე ეძებენ უშბაზე გაუჩინარებულ ორ გერმანელ ტურისტს. ისინი 1-ელ აგვისტოს დაიკარგნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოში შეტყობინება 8 აგვისტოს შევიდა. პირველ დღეს სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენი მონაწილეობდა, თუმცა ზემოდან დათვალიერების შედეგად ტურისტების კვალს ვერ მიაგნეს.