კლინიკაში განმარტავენ, რომ კოვიდ-იფიცირებული მამა და შვილი კლინიკაში, ერთ პალატაში ხუთი დღის წინ მოათავსეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 64 წლის მამაკაცთან ერთად არავინ იყო. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პაციენტი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა მათთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რა თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.