weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მთავრობა ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში

16:45 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები არ წესდება, თუმცა უკვე არსებული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლი მკაცრდება. კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.

„ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში“, – განაცხადა საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კონტროლი გამკაცრდება მოქმედ საწარმოებსა და ქვეყანაში შემოსული პირების მონიტორინგზე. ასევე მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარებისა და დისტანციის დაცვის რეგულაცია.

„მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითოლაზიის კონტროლი. ასევე საზღვარზე შემოსული პირების PCR კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.

საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოფილ უნდა იყოს აქტიური ტესტირება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

უწყებათაშორისი საბჭო საჯარო და კერძო სექტორს მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1792 ახალი შემთხვევა იყო. 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.33%-ია, ბოლო 14 დღის - 3.38%, ხოლო ბოლო 7 დღის - 4.16%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]