weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პიკში უნდა შევიდეთ სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში – გამყრელიძე

17:14 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევიდეს.

„იმატებს ყველა ინდიკატორი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში 82%-ით გაიზარდა ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე. ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი – აპრილში გვაქვს 3.18%, მარტში გვქონდა 1.6%, ანუ თითქმის გაორმაგებულია აპრილის ამ 20 დღეში, თებერვალში გვქონდა 2.4% და იანვარში – 7.5%. 1.56%-მდე მომატებულია ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი.

ყველა ეს მაჩვენებელი ლაპარაკობს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ქვეყანაში და ალბათ, მოსალოდნელია კიდევ მისი ზრდა. რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ჰელსმეტრიკის, ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების პიკი არ იქნება ისეთი დრამატული, როგორიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია – ასეთია დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათას ადამიანამდე. ოფიციალურად, დღეს დადასტურებული გვყავს 299 ათასამდე ადამიანი, თუმცა, ვანგარიშობთ ორჯერ მეტს, რომ მათ უსიმპტომოდ ან ძალიან მცირეოდენი სიმპტომებით აქვთ გადატანილი დაავადება, თუმცა, ეს არ არის საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, მოქალაქეთა მცირე რაოდენობაც აიცრა. მესამე ფაქტორი კი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ცივ პერიოდში, რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტულ პერიოდში, ახლა კი ჩვენ შევდივართ თბილ პერიოდში. დამტკიცებულია, რომ მზის სხივის პირდაპირი მოქმედება კორონავირუსზე მოქმედებს დამთრგუნველად და ველოდებით, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 12 172 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 8234 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს, 3363 კი საავადმყოფოშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]