weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლაგოდეხში „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი დაიღუპა

10:20 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ელექტროგადამცემ ბოძზე იყო ასული და დაზიანების შეკეთებას ცდილობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

გუშინ, წვიმისა და ქარის გამო კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენჯერმე შეწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]