weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1226 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:04 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 731 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.

101 ახალი შემთხვევაა აჭარაში, 96 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 75 – იმერეთში, 61 – ქვემო ქართლში, 56 – შიდა ქართლში, 49 – კახეთში, 29 – მცხეთა-მთიანეთში, 13 – გურიაში, 8 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 7 – სამცხე-ჯავახეთში.

1226 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 27 995 ტესტის შედეგად დადასტურდა. 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.38 %-ია, ბოლო 14 დღის – 3.55%, ხოლო ბოლო კვირის – 4.37%.

დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი, 10 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 700 აქტიური შემთხვეაა, საიდანაც:

  • 8655 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3424 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 568 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 113 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 621 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 300 264 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 283 557 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 3981 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]