weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ ტახტისძირთან ოკუპანტებმა 1 კილომეტრზე ბოძები დაამონტაჟეს – ქაცარავა

13:29 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021
კადრი ქაცარავას მიერ გავრცელებული ვიდეოდან კადრი ქაცარავას მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, ორი დღეს წინ ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირთან უკანონო ბორდერიზაცია დაიწყო. ქაცარავას თქმით, ერთ კილომეტრზე ჩაარჭეს ხის ბოძები, რაზეც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართების ან ღობეების გაბმას აპირებენ.

„ეს ნიშნავს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას. ადგილებში ბოძები გადმოწეულია ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა არის ადგილები, სადაც ზუსტად საოკუპაციო ხაზს მიუყვება, მაგრამ ნებისმიერი ერთი ნაბიჯიც კი, გადმოწეული ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნიშნავს იმას, რომ ოკუპანტებს ვუთმობთ დამატებით ტერიტორიებს.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლებიდან განცხადება არ გაკეთებულა, პოზიცია არ დაფიქსირებულა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არგაღიზიანების პოლიტიკა არ შეცვლილა“, – აცხადებს ქაცარავა.

მისივე თქმით, ტახტისძირთან გუშინ, სამხედრო მანქანით 15-20 ოკუპანტი გამოჩნდა, რომლებსაც გერმანული ნაგაზები ჰყავდათ.

„ისინი უკან გაბრუნდნენ მაშინ, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალიტსები და პოლიციელები დაინახეს. აქ იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ფაქტია ის, რომ რუსები ერიდებიან ყურადღების ცენტრში მოქცევას და ბორდერიზაციას მხოლოდ უჩუმრად აკეთებენ“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

როგორც ქაცარავა ამბობს, ანტისაოკუპაციო მოძრაობა სოფელ ტახტისძირში და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ პატრულირებას გააგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]