„როდესაც საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრი გახარია ჩავიდა თურქეთში, 2018 წელს, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უნდა გამართულიყო მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებდნენ მონაწილეობას და შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ შემდეგ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და ველოდებით, საქართველის მთავრობას და მათ განრიგს“, – განაცხადა ელჩმა პირველ არხთან ინტერვიუში.
ფატმა ჯერენ იაზგანმა იმედი გამოთქვა, რომ თარიღი შეთანხმდება და პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე ჩამოვა საქართველოში, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება.