weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, ველოდებით პასუხს – გოლეთიანი

09:20 შაბათი, 24 აპრილი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

„ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება იმისთვის, რომ გადაიყვანოს ეს პროცესები კონსტრუქციულ დიალოგში. მოვუწოდებთ ამისკენ. ჩვენს მიერ დაყენებული პირობები არ არის რთულად შესასრულებელი საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.

ხელისუფლება დღეს, 12:00 საათამდე წერილობით გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, შეასრულებს თუ არა საპროტესტო მოძრაობის ლიდერების სამ პირობას. ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა აცნობა, რომელიც მას წუხელ დაუკავშირდა.

„იყო მცდელობა იმ პირობების შესრულების მცდელობა, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, სანახევროდ.

ითქვა, რომ ნაწილებრივ აიღებენ ისევ ბარიკადებს იმ თვალსაზრისით, რომ მოგვეცემა გადაადგილების საშუალება შეზღუდული რაოდენობით ადამიანებს –იყო საუბარი 30-დან 40 ადამიანამდე. ასევე სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება, გზის მშენებლობაზე აქვთ მათ აქცენტი გაკეთებული, თუმცა ჩვენთვის ეს ერთიანი პროცესია - კარგად იცით, რომ გზა იქ შენდება იმიტომ, რომ ჰესი უნდა აშენდეს.

როცა შევხვდით მათ მუნიციპალიტეტის შენობაში, შევთანხმდით იმაზე, რომ ჰიპოთეტურად თუ განვიხილავთ, რომ ჰესი შესაძლოა არ აშენდეს, ბუნებრივია, გზის მშენებლობაც საჭირო აღარ არის. ახლა საკითხი დაყენებულია ისე, რომ გზის მშენებლობა ჩვეულებრივ გაგრძელდეს, ეს ლოგიკური არ არის და ჩვენ ამ პირობას ვერ დავთანხმდებოდით. ამიტომ, რადგან არ დაკმაყოფილდა მათგან ეს პირობები და ჩვენ ვუთხარით მკაფიოდ, რომ იმისთვის, რათა გადავიდეთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, აუცილებელია ყველა ამ პირობის შესრულება, ბუნებრივია, ამ ეტაპზე შეთანხმება არ იქნა მიღწეული. ველოდებით მათ პასუხს. კიდევ გაივლიან ამ საკითხებს და წერილობით გაავრცელებენ განცხადებას“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

15 აპრილს, ქუთაისის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, გამოთქვამენ მზადყოფნას, დიალოგი გააგრძელონ, ესენია: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. ხელისუფლებისგან უარის შემთხვევაში, ჰესის მოწინააღმდეგეები ქალაქების პიკეტირებას და დედაქალაქში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]