weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით ახალქალაქში მსვლელობა გაიმართა

10:19 შაბათი, 24 აპრილი 2021
Jnews-ის ფოტო Jnews-ის ფოტო

ახალქალაქში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით და გენოციდის აღიარების მოთხოვნით მსვლელობა გამართეს. ე.წ. კომენდანტის საათის გამო, მსვლელობა დღის საათებში, ანთებული ჩირაღდნების გარეშე ჩატარდა.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, სომხეთისა და საქართველოს დროშებით, მოქლაქეებმა მსვლელობა ახალქალაქის ციხიდან დაიწყეს და ეკლესიასთან დაასრულეს. შეძახილებით „აღიარე“ ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ.

მსვლელობის დასრულების შემდეგ, სურბ ხაჩის ეკლესიაში მღვდელმსახურმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა მრევლს მიმართა.

„ამბობენ, რომ დრო მკურნალია, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ყველაფერი გადმოგვეცა სისხლით და ჩვენ, სომხებმა, ხალხმა უნდა მოვითხოვოთ და ვთხოვოთ ღმერთს, რომ ასეთი სიმწარე ჩვენს ერს აღარ გამოუგზავნოს. სცადეს არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი სამშობლოს განადგურება, მაგრამ ფენიქსის მსგავსად ყოვეთვის აღვდგებით, უნდა ვიფრინოთ მაღლა. უნდა მოვითხოვოთ კომპენსაცია ჩვენი თანამემამულეების ყოველი წვეთი სისხლისთვის“, – ციტირებს Jnews-ი სასულიერო პირის განცხადებას.

დღეს, 24 აპრილს, სომხები ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის 106-ე წლისთავს აღნიშნავენ. სომხეთი აცხადებს, რომ ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებში განხორცილებული გენოციდის შედეგად 1.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეა, 1915-1922 წლებში განვითარებულ მოვლენებს გენოციდად არ აფასებს. სომხეთსა და თურქეთს შორის დღემდე არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები და ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი ჩაკეტილია. ამასთან, სომეხთა გენოციდი აღიარებულია რიგი ქვეყნების მიერ, მათ შორისაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, ავსტრია და ა.შ.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]