weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

კორონავირუსის 1250 ახალი შემთხვევიდან 770 თბილისშია, 115 – სამეგრელო-ზემო სვანეთში

14:31 შაბათი, 24 აპრილი 2021

დღე-ღამეში ჩატარებული 31 958 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 1250 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველაზე მეტი – 770 შემთხვევა, თბილისშია გამოვლენილი.

ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ასეთი მონაცემებია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 115, აჭარა – 78, იმერეთი – 63, კახეთი – 58, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 40, გურია – 35, მცხეთა-მთიანეთი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 16.

23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.91%-ია, ბოლო 14 დღის – 3.88%, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.62%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კროონავირუსისგან 463 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. დღეისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 14 003 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9731 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 3566 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მძიმეა 609 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი;
  • 706 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 302 785 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 284 749 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4007 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]