რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით იმოქმედებს, 1-ლი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.
4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.
მთავრობის ადმინისტრაციის იბფორმაციით, ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა პროცესს სრულად მართავს. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 304 272 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 287 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 043 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 227 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 727 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3676 პირი.