weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში კოვიდ-პასპორტების შემოღებაზე მუშაობს

17:29 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

საქართველოში უახლოეს მომავალში კოვიდ-პასპორტების გაცემა იგეგმება. დოკუმენტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ისტორია აისახება და სავარაუდოდ, იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, გადატანილი აქვს თუ არა ადამიანს კოვიდ-19.

„კოვიდ-პასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდ-პასპორტში. ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ-პასპორტი იმავე პრინციპებზე იქნება აგებული, რაც ევროკავშირშია.

„ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ამ საკითხზე ჯგუფი მუშაობს, ჩვენი IT სამსახური. ისინი მუშაობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე ევროკავშირთან, კერძოდ, ესტონეთთან ერთად. ეს პასპორტი იქნება იმ პრინციპებზე აგებული, რა პრინციპებზეც იგება ევროკავშირში გაცემული კოვიდ-პასპორტი, სადაც იქნება აცრის სტატუსი, იქნება დაავადების გადატანის, ან არგადატანის და ასევე PCR ტესტის სტატუსი. ეს სამუშაო თითქმის ბოლომდეა უკვე მისული, ახლა სამინისტროსთან თანხმდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მუშაობა მომავალი ორი კვირის განმავლობაში დასრულდება.

„დღეს უკვე გვყავს 2887 ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი ადამიანი, რომლებმაც შეიძლება მოგვთხოვონ პასპორტი. დღეს ეს შეგვიძლია გავცეთ იმუნიცაზიის ელექტრონული ბაზიდან ამობეჭდვის საშუალებით, მაგრამ ის, რასაც ქვია პასპორტი, აკმაყოფილებს იმ პარმეტრებს, რაც გითხარით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]