weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

28 აპრილს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები წყალტუბოს სასამართლოსთან აქციას გამართავენ

00:23 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 28 აპრილს, 12:00 საათზე, წყალტუბოს სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. ზუსტად ამ დროს არის დაგეგმილი სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლემ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

საპროტესტო აქცია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა და მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა.

„ვაპირებთ, ვიდრე 23 მაისამდე, დედაქალაქში ფართომასშტაბიან აქციამდე მივალთ, მანამდე აქციები სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ აქციები. ოთხშაბათს უნდა იყოს სასამართლო პროცესი კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით.

ის საქმიანობა, რომელსაც კომპანია ხეობაში აწარმოებს, არის უკანონო და მასზე ნებართვა მიღებული არ აქვს. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ – თავად სახელმწიფო უწყება, ინსპექტირების სამსახური არის მოდავე მხარე კომპანიასთან. ჯერჯერობით ორი სასამართლო ჩატარდა და „ენკა“ არცერთზე არ გამოცხადდა.

დასკვნითი სხდომა ოთხშაბათს არის.

გვინდა, ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მივიდეთ სასამართლოს შენობასთან, 12:00 საათზე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები გასული წლის 16 ოქტომბერს მას შემდეგ შეამოწმა, რაც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით გარემოს დაცვის მინისტრს მიმართა. „მწვანე ალეტრნატივა“ რეაგირებას ითხოვდა „ენკას“ უკანონო საქმიანობაზე, რადგან კომპანიას პირობები შესრულებული არ ჰქონდა და შესაბამისად, მშენებლობაც არ უნდა დაეწყო. კომპანიას არ შეუსწავლია წყალსაცავების დატბორვის არეალში განვითარებული გეოდინამიკური პროცესები. არც ბუნებრივი კატასტროფების პრევენციული ღონისძიებებისა და ავარიებზე რეაგირების სამოქმედო გეგმები აქვს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ენკას“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მხოლოდ „მწვანე ალტერნატივას“ განმეორებითი საჩივრის შემდეგ, 2021 წლის 18 იანვარს შეუდგინა.

სამინისტრო „მწვანე ალტერნატივას“ 5 თვის განმავლობაში უმალავდა ინფორმაციას დარღვევების შესახებ. 19 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ მესამედ მიმართა მინისტრს და შემოწმების მასალები მოითხოვა. ამჯერად სამინისტრომ ინსპექტირების დასკვნა გამოაჩინა. ამასობაში „ენკამ“ რიონის ხეობაში კლდეები და მთები გადათხარა და სამუშაოებს ახლაც ინტენსიურად აგრძელებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომლითაც „ენკა რინიუებლზის“ მიმართ ოქმია შედგენილი, სანქციის სახით მხოლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს 5 ათასი ლარის ოდენობით.

 

ამ თემაზე ვრცლად:

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია

 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]