weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1578 ახალი შემთხვევაა, აქედან 1001 თბილისშია

11:24 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

ჩატარებული 27 373 კვლევიდან, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76% გახდა, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 4.19%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.48%.

1578 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1001 შემთხვევა – თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 128

იმერეთი – 89

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 84

კახეთი – 63

შიდა ქართლი – 61

ქვემო ქართლი – 56

მცხეთა-მთიანეთი – 41

გურია – 39

სამცხე-ჯავახეთი – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 909 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 826 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9488 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 3644 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმეა 658 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 142 პირი;
  • 694 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 305 850 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 287 938 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4060 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]