weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა მიმდინარეობს

12:13 სამშაბათი, 27 აპრილი 2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფოტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მთავარი განსახილველი საკითხები ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს საქართველოს სამი მოქალაქის - ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის გათავისუფლება, ასევე, ბოლო პერიოდში გააქტიურებული ე.წ ბორდერიზაციის პროცესი იქნება.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

„ჩვენი გზავნილები და მოლოდინები არის მხოლოდ ერთი – უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში დაბრუნდეს საკუთარ ოჯახებში, გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და ასევე, რა თქმა უნდა, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეწყდეს. შეწყდეს ყველა ის უკანონო აქტივობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულსაც შეეხებიან: „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს ამ დღესასწაულს. უნდა დავსვათ საკითხი, რომ ამ დღეებშიც მაქსიმალურად იქნას დაცული მათი უსაფრთხოება“, – აღნიშნა ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ფორმატის მიზანი ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფაა. შეხვედრაში ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრები, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]