weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სინოფარმის“ ვაქცნაზე 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დღეიდან იწყება

13:13 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური ვაქცინით – „სინოფარმით“ ასაცრელად რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ამ ასაკის ადამიანებისთვის „სინოფარმით“ აცრა უსაფრთხოა.

„ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის პორტალი 8 საათზე გაიხსნება, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

„სინოფარმის“ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ ეტაპზე არ აქვს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, 29 აპრილს დაგეგმილია სხდომა, სადაც ორგანიზაცია „სინოფარმთან“ მიმართებაში გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

18 აპრილს, დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.

საქართველოში „სინოფარმის“ 100 000 დოზა ვაქცინა 3 აპრილს შემოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]