წიგნების გადაცემა კამპანიის #აჩუქეწიგნი ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც ჩართული იყვნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, გურჯაანის რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა მოქალაქეები.
როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა. კამპანია #აჩუქეწიგნი გურჯაანში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონი დალი მინდიაშვილის ინიციატივით განხორციელდა.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია