weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ორჯერადად აცრილ ადამიანებს შეღავათები უნდა ჰქონდეთ – გამყრელიძე

16:45 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გეგმავს, საკოორდინაციო საბჭოს მიმართოს ინიციატივით, რომ ორჯერადად აცრილ ადამიანებს შეზღუდვების პერიოდში გარკვეული შეღავათები შეეხოთ.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს, მომავალ კვირაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში შევიდეს ინიციატივით, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი შეღავათები შეზღუდვების პერიოდში. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის ცნობილი, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი, კიდევ სხვა ინცენტივები – რამდენიმე ასეთ ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომ ამ ადამიანებს და ზოგადად, საზოგადოებას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად, სრულად იყვნენ აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთელ რიგ ქვეყნებში, ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი, გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, აქვთ შეღავათები კომენდანტთან და სხვა შეზღუდვებთან მიმართებით.

„დარწმუნებული ვართ, მომავალი კვირის განმავლობაში, 15 მაისამდე დაახლოებით 14 000 ადამიანი იქნება სრულად აცრილი და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ქვეყნისგან მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ. პანდემია აცრის გარეშე არ დასრულდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]