weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, მათგან 2 საქართველოდანაა – მედია

20:21 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021

საფრანგეთში, სტრასბურგის რამდენიმე რაიონში, გუშინ, 27 აპრილს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 6 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა DNA-ს ცნობით, ექვსივე დაკავებული კავკასიელია: ოთხნი ჩეჩნები არიან, ხოლო ორი საქართველოდანაა. მათ ბრალად ტერორიზმის დაფინანსება და შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ.  DNA იუწყება, რომ მოგვიანებით კიდევ ორი ადამიანი იქნა დაკავებული.

DNA-ს წყაროს ინფორმაციით, დაკავებულების ასაკი 28-დან 48 წლამდეა, მათ სავარაუდოს კავშირი ჰქონდათ სირიასთან და სირიაში ფულად გადარიცხვებთან.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სირიასა და ერაყში ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მსგავსი ოპერაციები ხშირად ტარდება. 2020 წლის სექტემბერში ლიკვიდირებული იქნა ქსელი, რომელიც კრიპტოვალუტის გამოყენებით ძირითადად ალ ქაიდას და „დაეშის“ (ე.წ. ისლამური სახელმწიფო) წევრებს აფინანსებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]