ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილი და დაშავებული სოფელ პატარა ჩაილურიდან არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.