weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პედაგოგი, რომელმაც მე-4 კლასელი ქურდობაში დაადანაშაულა, შესაძლოა გაათავისუფლონ

16:17 ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო დაწყებითი კლასების პედაგოგი კლასის ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს და შესაძლოა სკოლაც დაატოვებინონ. მასწავლებელმა თანხის მოპარვაში მეოთხე კლასის მოსწავლე დაადანაშაულა, გაკვეთილების შემდეგ კი სახლში მიაკითხა და გაჩხრიკა.

როგორც „რეგინფოს“ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლია ბეჟაშვილმა განუცხადა, მოსწავლის სახლში მისვლამდე მასწავლებელმა ფულის დაკარგვის შესახებ სკოლის დირექტორსაც აცნობა, თუმცა დაკარგული თანხის ოდენობა არ დაუსახელებია.

„მასწავლებელმა დაკარგა თანხა. იფიქრა, რომ სკოლაში დაკარგა. ეჭვი ჰაონდა ერთ-ერთ მოსწავლეზე, სასწავლო დღე დამთავრდა და სახლში მიაკითხა მას. როგორც კი ამის შესახებ გავიგეთ, ვაცნობეთ პოლიციას. ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება – კლასის ხელმძღვანელი უტაქტო საქციელის გამო კლასის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა, აღნიშნულ საკითხს სამეურვეო საბჭო დისციპლინურ კომიტეტთან ერთად განიხილავს. შესაძლოა მას სკოლიდანაც მოუწიოს წასვლა“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ ლია ბეჟაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა ჩაატარა, გამოკითხა მხარეები და იმის გამო, რომ ერთმანეთთან არავის ჰქონდა პრეტენზია, გამოძიება არ დაიწყო.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]