weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უნდა დავიწყოთ სირიაში მებრძოლთა ოჯახის წევრების დაბრუნების პროცესი – სუს-ის უფროსი

16:46 ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველომ უნდა დაიწყოს სიარიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირების და მათი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. როგორც ლილუაშვილმა დღეს, პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, მათი უმეტესობა ბანაკებში იმყოფება.

სუს-ში ვარაუდობენ, რომ სირიაში საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა დროს მონაწილე საქართველოს 15 მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები არიან.

„ერთ-ერთ დიდ გამოწვევას და ერთ-ერთ დიდ საპასუხისმგებლო ვალდებულებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია და აღებული აქვს ეს ვალდებულება როგორც საერთაშორისო კონტრტერორისტული კოალიციის წევრ ქვეყანას, წარმოადგენს ის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ იმ პროცესის დაწყება, რომელიც უკავშირდება იმ ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების სამშობლოში უკან დაბრუნების პროცესს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საომარ მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე და მეტწილად, მათი უმეტესი რაოდენობა დღეს განთავსებული არიან ბანაკებში. ეს შეუქცევადი პროცესია, ამას მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენლობაც.

ეს ვალდებულება ჩვენ უნდა შევასრულოთ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რომ გადავაზღვიოთ ყველა რისკი, რაც ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს. ეს არ არის მარტივი პროცესი, თუმცა შესაძლებელია განხორციელდეს რისკების მაქსიმალური გადაზღვევით და ჩვენ ამისთვის ვაცხადებთ მზაობას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში გამოსვლის დროს ახსენა პანკისელი ცეზარ ტოხოსაშვილი, რომელიც სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. 2017 წლის აგვისტოში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა გასულ წელს უკრაინაში დააკავეს.

„2020 წელს უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვანი დაკავება, რომელიც ჩვენი სამსახურისა და პროკურატურის ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და უკრაინელი კოლეგების დახმარებით განხორციელდა. ეს იყო ჩვენი თანამოქალაქის, ცეზარ ტოხოსაშვილის საქართველოში ექსტრადირება, რომელიც დღეს ქართულ ციხეში იხდის 10-წლიან სასჯელს ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლების საფუძველზე“, – აღნიშნა ლილუაშვილმა სუს-ის 2020 წელს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

სუს-ის ანგარშის თანახმად, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების არც ერთი ფაქტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]