10 აპრილიდან მდინარე რიონში 26 წლის ნიკოლოზ ანთიძეს ეძებენ. ის ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილე იყო და სოფელ ნამოხვანში პროტესტის დროს მდინარეში გადახტა. იქვე მყოფებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.