weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხის სოფლები სეტყვამ დააზარალა

09:46 პარასკევი, 30 აპრილი 2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბანი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალდა. როგორც რეგინფოსბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, გიორგი ბარბაქაძემ განუცხადა, თითქმის 100%-ით არის განადგურებული ვენახები, ხეხილის ბაღები, ბოსტნეული და კენკროვანი ნარგავები.

„20-25-წუთიანი ინტენსიური სეტყვის შედეგად, ყველაზე მეტად ბაისუბანი დაზარალდა. ვენახები, თხილის ბაღები, ჟოლო, კიტრი, პომიდორი - ყველაფერი მასიურად არის განადგურებული. ასევე დაზარალდნენ სოფელი პატარა გორი და ქვემო მსხალგორი, სადაც მოსავალი დაახლოებით 50%-ით განადგურდა. ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში სეტყვას მხოლოდ ზემო მსხალგორი გადაურჩა. მცირე ზარალია ცოდნისკარისა და კაბლის ნაწილში“, – უთხრა „რეგინფოს“ გიორგი ბარბაქაძემ და აღნიშნა, რომ თავადაც დაზარალებულია.

მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილს ვენახები დაზღვეული აქვს, თუმცა დაზღვევა პირველი მაისიდან დამდგარ ზარალს ანაზღაურებს.

კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო კომპანიას, შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრს“ ევალება. ბაისუბნის მცხოვრებლები „რეგინფოსთან“ ადასტურებენ, რომ სეტყვის საწინააღმეგო რაკეტებს ისროდნენ, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, ღრუბელი ერთი ადგილიდან წამოვიდა და ბაისუბნის თავზე გაჩერდა.

ამ დროისთვის ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ზარალს ითვლიან. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]