weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

საქართველომ ჩინეთისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით 100 000 დოზა „სინოვაკი“ მიიღო

10:32 პარასკევი, 30 აპრილი 2021

ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.

ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა თბილისში წუხელ ჩამოვიდა.

კომპანია „სინოვაკის“ მიერ დამზადებული ვაქცინა 22 ქვეყანაშია აღიარებული, თუმცა მას ჯერჯერობით არ აქვს მიღებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ვაქცინა გამოიყენება უკრაინაში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

„სინოვაკის“ ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყნებში 50.4%-დან 83.5%-მდე ეფექტურობა აჩვენა.

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]