weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ცხინვალში ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი გიორგი ტოტჩიევი ცემეს

11:03 პარასკევი, 30 აპრილი 2021

ოკუპირებულ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტოტჩიევს სცემეს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაესხა თავს, მიზეზი კი ე.წ. მინისტრის მუშაობით უკმაყოფილება გახდა. 

ე.წ. მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფა 27 აპრილს, ერთ-ერთ სასტუმროსთან მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით 34 წლის მამაკაცია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გიორგი ფელიქსის ძე ტოტჩიევის განცხადება, რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. გიორგი ტოტჩიევი სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას დაზიანებები დედაქალაქის მცხოვრებმა, 34 კაცმა მიაყენა“, – განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, მასალები გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა.

გიორგი ტოტჩიევი 2017 წლიდან იკავებს ე.წ. ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრის თანამდებობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]