დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.29%-ია, ბოლო 14 დღის – 4.70%, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 4.85%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1476 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 923, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 107
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 104
იმერეთი – 90
ქვემო ქართლი – 82
შიდა ქართლი – 48
მცხეთა-მთიანეთი – 47
კახეთი – 44
გურია – 24
სამცხე-ჯავახეთი – 6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი, 15 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 15 407 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 10 785 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 3873 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. 747 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
- 749 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 310 310 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 290 767 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4110 ადამიანი.