გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი დაიჭრა და ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორი არ ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს-ში არ აკეთებენ კომენტარს, პოლიციამ უკვე დააკავა თუ არა ვინმე.