weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რა რეგულაციები იქნება აღდგომის კვირაში

15:25 პარასკევი, 30 აპრილი 2021

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს. აღდგომის ღამეს, ე.წ. კომენდანტის საათი სამი საათით შემცირდება და პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

საპატრიარქო ტაძარში, წირვაზე მისვლის მსურველებს მოუწოდებს, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თან იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს კი ურჩევს, სახლში დარჩეს.

აღდგომის ღამის გარდა, გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ისე შეზღუდული იქნება.

სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება და ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. შეზღუდვა არ ეხება ტაქსის მომსახურებას. ასვეე, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადებულია უქმე დღეები. მთავრობის დადგენილებით, უქმე დღეები არ ეხება შემდეგ საქმიანობებსა და დაწესებულებებს:

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
  • ფარმაცევტული საქმიანობა.
  • 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები.
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.
  • საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები.
  • სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა.
  • სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
  • წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.
  • სამაშველო საქმიანობა.
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
  • უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.
  • მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

ასევე, „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება არ ვრცელდება „ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]