weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ შეიტანეს

16:33 პარასკევი, 30 აპრილი 2021

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის სპუტნიკ V-ის პირველი პარტია 6500 დოზა შეიტანეს. ვაქცინა, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის, ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების, სახელმწიფო მოხელეებისა და მასწავლებლების აცრისთვის არის განკუთვნილი. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასოა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ჩატარდება. აცრის დროს უპირატესობა მათ მიენიჭებათ, ვისაც ვირუსი ჯერ გადატანილი არ აქვთ.

„პროცედურის დაწყებამდე, ანტისხეულების არსებობაზე ტესტი ჩატარდება. თუ ადამიანმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი და აქვს ანტისხეულები, არ დაექვემდებარება ვაქცინაციაა. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა წერილობითი შეთანხმება აუცილებელია, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა იყოს გვერდითი მოვლენები“, – განაცხადა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცხაკაიამ.

რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს ვაქცინის დოზების შემდეგ პარტიას იმის მიხედვით მიაწვდის, თუ რამდენად წარმატებით განხორციელდება ვაქცინაციის პირველი ეტაპი.

რუსული ვაქცინა ამ დროისთვის 60-ზე მეტ ქვეყანაშია რეგისტრირებული, თუმცა მისი კლინიკური გამოცდის ბოლო, მესამე ფაზა ამ დრომდე არ არის დასრულებული. რამდენიმე დღის წინ „სპუტნიკ V“ ბრაზილიის რეგულატორმა არ დაამტკიცა იმ საფუძვლით, რომ წინასწარი ტესტირებისთვის ვაქცინის ნიმუშები ვერ მიიღეს.

„სპუტნიკ V“ –18 გრადუსზე ინახება და ორდოზიანია. 26 აპრილისთვის რუსეთში „სპუტნიკ V“-ის პირველი დოზით 12 მილიონი მოქალაქე იყო აცრილი, ხოლო ორივე დოზა 7.5 მილიონს ჰქონდა გაკეთებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]