weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

13:11 ორშაბათი, 03 მაისი 2021

დღეიდან, 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. დედაქალაქში გაჩერებულია როგორც მუნიციპალური ავტობუსები, ისე მეტრო და ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.

მთავრობამ 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა სახელდება. თავად შეზღუდვა კი მოქალაქეთა მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. 4 მაისის ჩათვლით აკრძალულია სასაფლაოზე შესვლაც.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე 7476 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 509 ტესტის პასუხი დადებითი იყო, გუშინ კი „კოვიდ-19“-ის 988 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.81%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 5.0%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის – 5.6%-ს.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 14 513 აქტიური, მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 4114 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]