weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობამ ვაქცინაციის ახალი პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრა

13:35 სამშაბათი, 04 მაისი 2021

მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის გაფართოვების საკითხზე იმსჯელა. ვაქცინაციის პროცესში ახალ პრიორიტეტულ ჯგუფებად ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები განისაზღვრნენ.

„მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“, – განაცხადა საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

15 მარტიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით მიმდინარეობდა, ხოლო დღეიდან „სინოფარმით“ აცრების პროცესიც დაიწყო, რომელშიც 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები არიან ჩართული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 45 344 აცრა. აქედან ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 39 280 ადამიანი, ხოლო ორივე დოზით – 6064.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]