weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით – გამყრელიძე

15:42 სამშაბათი, 04 მაისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა და ჯერჯერობით მხოლოდ ბრიტანული შტამი ფიქსირდება.

„ქვეყანაში დღეს მუშაობს 50-მდე ლაბორატორია, რომლებიც, მათ შორის, შესაძლოა, აკეთებდნენ შტამების დიფერენცირებას. ჩვენი ლაბორატორიის, ლუგარის მაგალითზე გეუბნებით, ჩვენთან ამ ეტაპამდე ინდური შტამის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, მაგრამ ალბათობა, რომ იყოს, რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, საქართველოში ინდური შტამი თუ დადასტურდება, რომელი ვაქცინა იქნება ყველაზე ეფექტური, გამყრელიძემ თქვა:

„ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, რადგან თვითონ ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული. იქ პრეველირებს ბრიტანული შტამი. ე.წ. ორმაგი მუტაცია, რასაც ეძახიან ინდურ შტამს, არის, მაგრამ ის უმცირესობაშია. უმრავლესობაში არის ე.წ. ბრიტანული შტამი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შტამები რაღაც დროს ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო რაღაც ბუას შექმნას ნუ გავაკეთებთ, იმიტომ, რომ ის ვაქცინები, რაც ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტურობით ფარავენ ამ მუტირებულ შტამებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]