weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ

18:41 სამშაბათი, 04 მაისი 2021

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს და ტელეკომპანია მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს, რომლებიც დავით გარეჯის მამათა მონასტერთან გადაღებაზე იმყოფებოდნენ, თავს დაესხნენ. ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას განცხადებით, სასულიერო პირებმა ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვიდეოკამერა კი დააზიანეს.

„მთავარი არხის“ ეთერში ჟურნალისტი ამბობს, რომ გადაღების დროს მასთან, ოპერატორთან და ივერი მელაშვილთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც მელაშვილის მოღალატე უწოდეს და გინება დაიწყეს.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიმყოფებოდით ივერი მელაშვილთან ერთად, რეპორტაჟს ვამზადებით. იქ არ იყვნენ სასულიერო პირები, არც მრევლი იყო, მხოლოდ ტურისტები იყვნენ. გავნიხილავდით იმ საკითხებს, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა.

როდესაც მიმდინარეობდა ჩაწერა, პირდაპირ აგრესიით მოვიდა სასულიერო პირი ბატონ ივერისთან და უთხრა, რომ იყო მოღალატე, არ ჰქონდა უფლება დავით გარეჯში ჩასვლის. ეს სასულიერო პირი იყო ნასვამ მდგომარეობაში.

როდესაც ვკითხე, ვინ იყო, გვითხრა, რომ თუ არ ვცდები, იყო მამა იორამი. მასთან ერთად იმყოფებოდა სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. მან ჩემი ოპერატორის მიმართ სცადა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ამასობაში რამდენიმე სასულირო პირი მოვიდა და დაიძაბა ვითარება ისე, რომ ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დააზიანეს. ამის შემდეგ დაიწყო ხელჩართული ჩხუბი“ – ამბობს ჟურნალისტი ნინუცა კეკელია.

მისივე თქმით, თავდასხმის დროს ადგილზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა ძალადობაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

„ვთხოვე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე ორი ავტომობილით იმყოფებოდნენ, რომ ჩარეულიყვნენ და გაეშველებინათ, რადგან ჩვენ მხოლოდ სამნი ვიყავით და ისინი იყვნენ ძალიან ბევრი უკვე, მათ შორის მრევლიც იყო, თუმცა მრევლი განსაკუთრებული აგრესიით არ გამოირჩეოდა. სასულიერო პირები გვისწორდებოდნენ ფიზიკურად. ერთ-ერთი სასულირო პირი, რომელსაც კადრებშიც ნახავთ, მეც მისწორდებოდა ფიზკურად. ფეხებს მირტყამდა ფეხებში და ჩემს ოპერატორსაც. ბატონ ივერის მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ეძახდნენ მოღალატეს და აგინებდნენ“, – განაცხადა ჟურნალისტმა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირების ნაწილმა ადგილი ავტომობილებით მას შემდეგ დატოვა, რაც პოლიცია გამოიძახა, ნაწილი კი მონასტრის ტერიტორიაზე დაბრუნდა, სადაც ტრაპეზი ჰქონდათ.

დაპირისპირება მონასტრის ტერიტორიის დატოვების შემდეგაც გაგრძელდა – საგარეჯოსკენ მიმავალ გადამღები ჯგუფის ავტომობილს გზა სოფელ უდაბნოში მოქალაქეებმა გადაუკეტეს. ისინი ივერი მელაშვილს ემუქრებოდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ მივიდა გარეჯის ტერიტორიაზე.

„შენ დავით გარეჯში კი არა, არცერთ ეკლესიაში არ უნდა შედიოდე. გარეჯის ტერიტორიაზე არავინ დაგინახოს მეორედ“, – ისმის ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ადგილობრივების ხმა.

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და თავდასხმაში მონაწილე პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]