weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-ს თანამშრომლებს მოვუწოდებ, ვაქცინა გაიკეთონ – ვახტანგ გომელაური

10:58 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინით - „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა. როგორც მან ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, აცრის გარდა სხვა გამოსავალი არ არის.

„ეს ნაბიჯი გადავდგი იქედან გამომდინარე, რომ მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმი“, თუ სხვადასხვა ვაქცინა. შეიძლება, „ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ და კიდევ სხვა.

სამწუხაროდ, რასაც მსოფლიოში ვხედავთ, უკვე წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი შეიცვალა, დღითიდღე უარესდება მსოფლიოში, ყველგან და მათ შორის, ჩვენთანაც, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. როგორც ვხედავთ და რასაც გვეუბნება მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია იქნება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საქართველოში ჩინური ვაქცინის გამოყენება გუშინ, 4 აპრილს დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]