weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში გუშინ „სინოფარმით“ 793 ადამიანი აიცრა

12:45 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინით სინოფარმით ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს 793 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

„ყველა, ვინც იყო ვაქცინაზე რეგისტრირებული, ფაქტობრივად, უკლებლივ გამოცხადდა იმუნიზაციაზე, მიიღეს ეს ვაქცინა. დღემ ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ვაცინის მეორე დოზა პირველი აცრიდან 21-28 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს.

„ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც „სინოფარმის“ პირველ დოზას მიიღებს, ქვეყანაში გარანტირებულად ინახება მეორე დოზა ამავე ვაქცინის. მთავარია, არ დაგავიწყდეთ და პირველი დოზიდან 21-28 დღის შუალედში ხელმეორედ დარეგისტრირდეთ ვაქცინის მისაღებად, მიმართოთ ამცრელ დაწესებულებას და მეორე დოზაც გაიკეთოთ“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრებში, როგორც ჰოსპიტლებში, ისე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ვაქცინაციის მსურველებმა 18 წლის ასაკიდან რეგისტრაცია ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge უნდა გაიარონ, სადაც აცრისთვის ადგილის დაჯავშნას შეძლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]