weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათიდან დაიწყება

15:22 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

დღეს, 5 მაისის 20:00 საათიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყება, აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 მაისი არის ის თარიღი, როდესაც გადის 8 კვირა აცრილების პირველი ჯგუფისთვის.

„როგორც იცით, „ასტრაზენეკას“ დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-დან 12 კვირამდე და ვინც ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში ჩაიტარა, მას შეუძლია დარეგისტრირდეს 10 მაისიდან მეორე დოზის მისაღებად. მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც ჩაიტარა პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში და ასევე მიდის აქტიური მუშაობა იმაზე, რომ 55 წლის ზემოთ პირებმა ჩაიტარონ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანა 6 მაისს „ასტრაზენეკას“ დამატებით 46 ათას დოზას ელოდება და კიდევ ერთი ამდენი მაისის ბოლოს შემოვა.

13 მარტს საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო და ვაქცინაცია ორ დღეში დაიწყო. ქვეყანაში, გარდა „ასტრაზენეკისა“, აცრა მიმდინარეობს, როგორც „ფაიზერის“ ვაქცინით, ასევე „სინოფარმით“. 5 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 40 940 ადამიანი, ხოლო ორივე დოზით – 7009.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალურად შემქნილ ვებ-პორტალზე https://booking.moh.gov.ge/%20

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]