weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა შემოვიდა

10:06 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021

დღეს, გამთენიისას საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინა პირველ რიგში განკუთვნილია მათთვის, ვინც პირველი დოზით უკვე აიცრა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია გუშინ, 5 მაისიდან სპეციალურ ვებ-პორტალზე დაიწყო, აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

სამედიცინო დაწესებულებაში მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 8-12 კვირის ინტერვალში. 8 აპრილის შემდეგ „ასტრაზენეკათი“ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები იცრებიან. მეორე დოზაზე მათაც შეუძლიათ დარეგისტრირება, ვინც 55 წლამდეა და პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია (43 200 დოზა) 13 მარტს მიიღო, 15 მარტიდან კი სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში „ფაიზერის“ და ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინებიც შემოვიდა.

5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 47 949 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 7009 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]