weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ

13:56 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. დაახლოებით 200-მდე ადამიანი გზის მშენებელი ჩინური კომპანიისგან ხელფასის 30%-ით გაზრდას და ასევე, ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვს.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მათი დღიური ანაზღაურება 28 ლარია, რაც გაუფასურებული ლარისა და პროდუქტებზე ფასის ზრდის ფონზე, აღარ ჰყოფნით. მათივე თქმით, დღიური ანაზღაურებიდან არაფერი რჩებათ, რადგან ეს მინიმალური თანხა რაიონებიდან მშენებლობაზე მისასვლელად და კვებისთვისაც უნდა გამოიყენონ.

„ადრე ის 28 თუ 30 ლარი, ასე თუ ისე, კმაროდა ხალხს. ახლა ერთი დღის ხელფასით ერთ ხუთლიტრიან ზეთს ვეღარ ვყიდულობთ. ამიტომ გვინდა, 30%-ით მოგვემატოს ხელფასი და „მარშუტკებიც“ დაინიშნოს, რომ მუშახელი მივიდეს სამუშაო ადგილზე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინეთის ჰუნანის პროვინციის კომპანია – „Hunan Road and Bridge Construction Group“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელმა, გიზო კუტალაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაფიცულთა მოთხოვნებს განიხილავენ.

„გუშინ საღამოდანვე კომპანიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ ამ მოლაპარაკებებში. უბრალოდ, დასაქმებულების მხრიდან არ არის არანაირი სურვილი, რომ მოლაპარაკება შედგეს არა 200 კაცთან, არამედ მათგან გამოყოფილი იქნეს რამდენიმე წარმომადგენელი, 10-15 კაცის ოდენობით. ამაზე ესენი უარს აცხადებენ. კომპანიის მხრიდან არის შეთავაზება, რომ მათ კომპანიას მისცენ ერთი კვირის ვადა და ამ ვადაში კომპანია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ჰუნანის კომპანიის წარმომადგენელმა.

ხევი-უბისას 12.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზა, 35 ახალი ხიდი და 18 გვირაბი უნდა აშენდეს.

„Hunan Road and Bridge Construction Group“-თან ხელშეკრულება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წელს გააფორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]